იუსტიციის სახლთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს  ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარებათ. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა