ბსუ-ში მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილემ, გიორგი ქათამაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თეონა ბერიძემ, აღმოსავლე­თმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლილე თანდილავამ და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ გახსნეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

კონფერენციაზე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისის საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს  ისტორიის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. სესიის მუშაობა ორი სექციის მიმართულებით წარიმართა და მასში 35-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

ბსუ-ს მოსწავლეთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა