ბსუ-მ ერგეს საჯარო სკოლის „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის“ წევრებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერგეს საჯარო სკოლის „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის“ წევრებს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო გარემოს გაცნობას.

კლუბის წევრებს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური შესაძლებლობები გააცნო.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მიმართულების სასწავლო სივრცეები და ლაბორატორიები.

ზოოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიის, ანატომიისა და ქიმიის ლაბორატორიებში სკოლის მოსწავლეებს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს. მათ ახალგაზრდებს საინტერესო და პრაქტიკული ფორმით გააცნეს სამეცნიერო საქმიანობა, კვლევითი პროცესები და სასწავლო რესურსები. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები სახალისო და შემეცნებით ცდებშიც ჩაერთნენ.

უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს სკოლის მოსწავლეების შემეცნებით ვიზიტებს და მესამე მისიის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და პროფესიული ინტერესების განვითარებას უწყობს ხელს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა