
ლექციაზე ანდრო დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ადამიანის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევაზე - არჩევანის სიჭარბით გამოწვეულ პრობლემაზე. განსაკუთრებული ადგილი ლექციაზე დაეთმო ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენას შრომის ბაზარზე. ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ პროფესიულ სფეროში ნერგავს ძირეულ ცვლილებებს, რაც ახალგაზრდების პროფესიის არჩევას კიდევ უფრო ართულებს. დღეს პრესტიჟულად მიჩნეული პროფესია ხვალ შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ან საერთოდ გაქრეს.
ანდრო დგებუაძემ სტუდენტებს ურჩია, კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისას ორიენტაცია არა მხოლოდ ბაზრის მყისიერ მოთხოვნებზე, არამედ საკუთარ ღირებულებებზე, კრიტიკულ აზროვნებასა და ადაპტაციის უნარზე გაამახვილონ. მისი თქმით, ფილოსოფიური რეფლექსია და თვითშემეცნება იმ ეპოქაში, სადაც ყველაფერი სწრაფად იცვლება, სულ უფრო მეტ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა და ანდრო დგებუაძემ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. კარიერული კვირეული ბსუ-ში ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისთვის მომზადების ხელშეწყობის მიზნით ტარდება.
| უკან |

















