
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი ბრუნჯაძემ, ლიზი გოგიტიძემ და ელენე ქობალიამ „ერაზმუს+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლა - ინოვაცია - გაყიდვა - წარმატება (LISS24)” ფარგლებში, ქალაქ თბილისში ინოვაციური ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.
კონკურსზე სტუდენტებმა გუნდის ,,Scanelife“ სახელით წარადგინეს თავიანთი პროდუქტი სახელით:BIO-ID. BIO-ID ის მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო მოედანზე საწარმოო ტრავმებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების პრევენციას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ინოვაციური პროდუქტი BIO-ID წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში პიროვნების სამედიცინო ისტორიასა და პირად მონაცემებზე სწრაფ და უსაფრთხო წვდომას, რისთვისაც იყენებს QR და NFC ტექნოლოგიებს.
პროექტმა საერთაშორისო ჟიურის წევრების - ფინეთის, შვედეთის, ავსტრიისა და ესპანეთის წარმომადგენლების მაღალი შეფასება დაიმსახურა და კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ მნიშვნელობას გამარჯვებას წარმატებებს უსურვებს.
| უკან |











