
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევრებში სამეცნიერო-პრაქტიკული უნარების განვითარებას, სკოლისა და უნივერსიტეტის აკადემიური კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და დისკუსიას.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა და მოსწავლეთა 350-მდე ერთობლივი მოხსენება. კონფერენცია 25 სექციის მიმართულებით მუშაობდა და ერთიანებდა მრავალფეროვან მიმართულებებს, მათ შორის: განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების, უცხოური ენების, სპორტისა და ხელოვნების.
სტუდენტთა და მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
| უკან |




















