ბსუ ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოზურგეთში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა საზოგადოებას უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციები წარუდგინა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული დედაბრული დამწერლობის ნიმუში და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრთა აქამდე უცნობი ფოტომასალა. მოეწყო შემეცნებითი ვიქტორინა, რომელიც აჭარული დიალექტის ლექსიკური ერთეულების გამოცნობას ეძღვნებოდა. ვიქტორინის მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის მონოგრაფიები, რომლებიც ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა საკითხს მოიცავს და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან მიმართულებებს ასახავს.

ასევე, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციურმა პროექტებმა, რომლებმაც თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკული შესაძლებლობები წარუდგინა დამთვალიერებლებს


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა