(სხდომის ჩატარების დრო: 16:00 სთ.
ჩატარების ადგილი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი.
მის.: ქ. ქობულეთი, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა №26)
1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
(მომხს.: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე)
2. „ბსუ-ს სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №06-01/128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე)
3. ბსუ-ში 2025-2026 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ანგარიშების (შუალედური) მოსმენის თაობაზე.
(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ჯაფარიძე)
4. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „სამართალმცოდნეობა“ დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი ლევან ჯაყელი)
5. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „სამართალი“ დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი ლევან ჯაყელი)
6. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამის „დენტალური იმპლანტოლოგია“ განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის
ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)
7. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის
ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)
8. ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
(მომხს.: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი)
მიმდინარე საკითხები.
| უკან |
