
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სტამბოლის ქართული სავანე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 2026 წლის 23-24 დეკემბერს გამართავენ მწერლის, მეცნიერისა და მთარგმნელის – შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – ქართული კულტურის მოამაგე – შალვა ვარდიძე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რინალდო მარმარას წიგნის DOCUMENTS POUR L’HISTORIE DE L’EGKISE GEORGIENNE პრეზენტაცია და შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- მიგრაცია და იდენტობა
- ქართველი მწერლები საქართველოსა და უცხოეთში
- საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა
- ქართველი კათოლიკე მღვდლები უცხოეთში
- თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, ფორმატი – დასწრებული (მოხსენება).
მოხსენების თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ნოემბერი.
თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/geSbrMLYWLzWWd717
ქართულ-ინგლისური საკონფერენციო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- ავტორის სახელს, გვარს, აკადემიურ სტატუსსა და დაწესებულებას
- ახალგაზრდა მეცნიერის ORCID-ის პროფილის კოდს
- საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონსა და ელ-ფოსტას)
- მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს (არაუმეტეს 100 სიტყვისა)
თეზისების ქართული და ინგლისური ტექსტი (თითოეული – არა უმეტეს 300 სიტყვისა) უნდა მოიცავდეს საკვლევი პრობლემის დასმის საკითხს, აქტუალობას, კვლევის მეთოდებს, შედეგებსა და შეჯამებელ დასკვნით ნაწილს.
საკონტაქტო პირები:
ეკატერინე ნავროზაშვილი /თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი/
ნათია ფუტკარაძე /თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი/
საკონტაქტო ელფოსტა: tsuconference@tsu.ge
მისამართი: თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
| უკან |
