
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ (BS-24-180) - ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის წამყვან ორგანიზაციაში 2026 წლის 20 ივნისს ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქეოლოგიური ძეგლები ტექნოლოგიური გამოწვევების კონტექსტში“.
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის გთხოვთ, 2026 წლის 13 ივნისამდე წარმოადგინოთ მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელფოსტაზე: lisan682001@yahoo.com
საკონტაქტო პირი – ნინო ძნელაძე, ტელ. 555460655
| უკან |
