
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორი, სატყეო მეურნეობის ვიცე-დეკანი, კლემენ იერინა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კლემენ იერინა ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ლუბლიანას უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუბლიანას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება, რაც მომავალში ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობას, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვასა და სატყეო მეურნეობის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები: გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე, აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე, ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა აჭარაში“ ეროვნული კოორდინატორი ვახტანგ წულაძე, პროექტის ,,კავკასიის ეკო კორიდორები“ ეროვნული კოორდინატორი ირაკლი გოგოლაძე.
| უკან |







