გამარჯვებული სტუდენტური პროექტის „აჭარის ჰერპეტოფაუნის კვლევის“ შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ,,აჭარის ჰერპეტოფაუნის კვლევა“ შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.  ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროექტის ხელმძღვანელია  ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულეტეტის პირველი კურსის სტუდენტი ალექსანდრე ხახვა. პროექტის ფარგლებში მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდა საველე ექსპედიციები, განხორციელდა აჭარის ჰერპეტოფაუნის სახეობების მოძიება, შესწავლა და იდენტიფიცირება. მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავლეს უსაფრთხოების, პირველადი დახმარებისა და ჰერპეტოლოგიური კვლევის საბაზისო მეთოდები. ასევე გაიმართა ვორქშოფები სკოლებში და მომზადდა საინფორმაციო ბროშურა ქვეწარმავლების ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ პროექტში ჩართული სკოლა „ევრო-2000“-ის, სკოლა „თაობის“, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ასევე,  პროექტის ხელმძღვანელი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ხახვა, დოქტორანტი მარიამ რომანაძე, ეკოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტები და „საქართველოს წითელი ჯვრის“ პირველადი დახმარების ლიდერ-მოხალისე გიორგი მორთულაძე.

პროექტმა ხელი შეუწყო აჭარის სკოლებში ჰერპეტოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჰერპეტოფობიის (ქვეწარმავლების შიშის) დაძლევასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საველე ექსპედიციებმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა