ბსუ-ში სომხეთის გენერალურ კონსულთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ნარინე მათოსიანი, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. კონსულს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე და რექტორის მოადგილეები - გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები. აღინიშნა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მოიცავდა აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

რექტორმა ნარინე მათოსიანს მადლობა გადაუხადა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, გენერალურმა კონსულმა მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და გამოთქვეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა