ბსუ-ს „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2026“-ის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის საუკეთესო ნაშრომების ავტორ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილეებმა გიორგი ქათამაძემ და თამარ სირაძემ, ფაკულტეტების დეკანებმა სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

2026 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პირველ ეტაპზე მონაწილეობა 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, ხოლო მეორე ეტაპზე საკუთარი კვლევები 358-მა სტუდენტმა 24 თემატურ სექციაში წარადგინა.

დარგობრივი საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებით, 24 თემატურ სექციაში გამოვლინდა 24 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებში კვლევითი კულტურის განვითარებას, სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებას.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა