საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მკვლევართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

მკვლევრებს მადლობის სიგელები გადასცეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის ა.რ. განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.

აკადემიკოსები, პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები ქართული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ.

ორდღიანმა სამეცნიერო ფორუმმა გააერთიანა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის წამყვანი ექსპერტები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.

კონფერენციის მუშაობა სამ სექციაში წარიმართა შემდეგი მიმართულებებით: ქრისტიანული მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობა; ზუსტი მეცნიერებების სწავლების თანამედროვე გამოწვევები; აგრარული მეცნიერებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა