სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“
პროგრამის განმახორციელებელი უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა ან ნებისმიერი მიმართულების მაგისტრის ხარისხი და განათლების სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და განათლების სფეროში 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე)
- თუ აპლიკანტს უცხო ენის სწავლების დიდაქტიკის მიმართულებით აქვს დაგეგმილი სადოქტორო კვლევა, მას დამატებით მოეთხოვება სათანადო ენის ცოდნა C1 დონეზე.
- გამოცდა პედაგოგიკაში (მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ ბმულზე)
- საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით (სადოქტორო კვლევის მიმართულებები);
- გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებას, ასევე ჩარიცხვის უფლების მქონე დოქტორანტობის კანდიდატების შერჩევას აწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
| უკან |
