გამოცხადდა მიღება სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე

სურათი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

აპლიკანტთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 01 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ბსუ-ს №2 კორპუსში, №213 ოთახი, 14:00 სთ-დან 17:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35; ტელეფონი 577 98 58 32).

 აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აპლიკანტის განცხადება (ანკეტა), შევსებული წინამდებარე ბრძანების 1 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე) და უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში);

დ) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

ვ) ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი შრომითი გამოცდილებით.

ზ) ინფორმაცია საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და მიღებული ქულის შესახებ (ამონარიდი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალიდან).

პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 11 სექტემბერს, წერითი ფორმით (მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა, მინიმალური ზღვარი - 51 ქულა) ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №12), პირველი ცვლა: გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების დრო 1300 სთ, მეორე ცვლა: გამოცდის დაწყების დრო 1400 სთ, დასრულების დრო 1700 სთ.

მისაღები გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 12 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);

საპრეტენზიო განცხადება (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 14 სექტემბერს, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), ბსუ-ს №1 კორპუსში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, №1 ოთახი);

ბსუ-ს სპეციალური მასწავლებლის პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე.

საბოლოო შედეგების საფუძველზე ბსუ-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 18 სექტემბერს, 1100 საათიდან 1700 საათამდე (ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35, ბსუ-ს №2 კორპუსის №213 ოთახში).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცნობარი.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა