სეზონური სკოლა ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და სამართლებრივ ასპექტები

სურათი

2026 წლის 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ტარდება სეზონური სკოლა   ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და სამართლებრივი ასპექტები.

სეზონური სკოლა დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში (ხელშეკრულება № 04-10/68). თანაორგანიზატორია UNICEF საქართველო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სეზონური სკოლის მიზანია აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მიდგომების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებას.

სეზონური სკოლის ძირითადი თემატიკა:

ბავშვის უფლებები -  საერთაშორისო  სამართლებრივი ჩარჩო და საქართველოს კანონმდებლობა;

ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგადი პრინციპები;

ბავშვთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები;

ბავშვის უფლებები საუნივერსიტეტო პროგრამებში;

ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის პრევენცია;

ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამა.

სეზონური სკოლის სესიებს წარუძღვებიან: პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის,  პოლონეთის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და გაეროს (UNICEF) ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

სეზონური სკოლა განხორციელდება ინტერაქციული ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების (Workshop) ფორმატში.

მასში მონაწილეობას იღებს:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალი, ბსუ-ს სტუდენტები.

სეზონური სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

სეზონური სკოლის საორგანიზაციო კომიტეტი:

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია, ასისტენტ პროფესორი მაია ბოლქვაძე,  ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი დობორჯგინიძე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა