შეხვედრა ერევნისა და სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული მედიის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან თეონა ბერიძესთან და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელ ინგა შამილიშვილთან ერთად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანს ნაგაშ მარტიროსიანს და სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს ვესელინა ვალკანოვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჟურნალისტიკის მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას, გამოცდილების გაზიარებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს.

რექტორმა ასევე ისაუბრა მედიის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ბსუ-ში ჟურნალისტიკის პროგრამის მიმართ მზარდ ინტერესს და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ტიგრან სიმიანი, სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნიკოლაი მიხაილოვი და თსუ-ს მულტიმედია ცენტრის ლექტორი, ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა