ბსუ-ში ახალი სასწავლი წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პირველკურსელებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რექტორმა და ფაკულტეტების დეკანებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, სწავლის პირობების, სტიპენდიებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ბსუ-ში 2026-2027 სასწავლო წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2 013 სტუდენტი ჩაირიცხა.

მიმდინარე წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლა სრულად უფინანსდებათ. საბაკალავრო პროგრამების ნაწილი, გარდა რეგულირებადი მიმართულებებისა 3-წლიან სწავლებაზე გადავიდა.

ცვლილება შეეხო სამაგისტრო საფეხურსაც, ამოქმედდა 1+1 მოდელი, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო მიმართულებით სურს მაგისტრს სწავლის გაგრძელება, დამატებით 1 წელს ისწავლის.

პროფესიული განათლების მიმართულებით კი მიმდინარე წელს, პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბსუ-ში 100-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვიდ ფაკულტეტზე 7 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 750 უცხოელი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა