მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები 2026“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები 2026“ გაიხსნა. ფორუმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო დიალოგის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიგა ფარტენაძემ, დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ დევიდ ჰორიმ და ამერიკელმა დიპლომატმა, „გლობალ მინესოტას“ პროგრამების დირექტორმა ერინ ჰარტმა.

კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის:

  • საჯარო მმართველობა, დემოკრატიული განვითარება და საჯარო სერვისები
  • ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მმართველობა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
  •  მწვანე გარდაქმნა და მდგრადი განვითარება
  •  რეგიონული უსაფრთხოება, შავი და კასპიის ზღვის რეგიონების გეოპოლიტიკური გამოწვევები
  •  ახალგაზრდების მონაწილეობა საჯარო პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  •  მიგრაცია, იდენტობა და კულტურათაშორისი თანამშრომლობა

„ახალი ჰორიზონტების“ იდეა გაერთიანებულ სამეფოში, John Smith Trust-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა და საერთაშორისო ინიციატივად განვითარდა. კონფერენციის მთავარი გზავნილია - „ცოდნა აკავშირებს რეგიონებს“ (KNOWLEDGE CONNECTS REGIONS).

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოსა და არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა