ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  1. ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 ოქტომბრის №01-02/203 ბრძანებით გამოცხადდა აკადემიური საბჭოს არჩევნები 2026 წლის 16 ნოემბრიდან (ორშაბათი) 4 წლის ვადით უფლებამოსილების განხორცილების მიზნით.
  2. ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში არჩეულ უნდა იქნეს სულ 10 წევრი, ერთი წარმომადგენელი ბსუ-ს თითოეული ფაკულტეტიდან (1. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 2. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი; 3. ტურიზმის ფაკულტეტი; 4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; 5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი; 6. ტექნოლოგიური ფაკულტეტი; 7. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან (1. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2. აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი).

3. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდეს შემდეგი განრიგით:

3.1. ბსუ-ს ფაკულტეტებზე:

ა) ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 28 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

ბ) ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე და ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 2026 წლის 29 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

გ) ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 17:00 საათზე);

3.2. ბსუ-ს ინსტიტუტებში:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში - 2026 წლის 30 ოქტომბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);

ბ) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 11:00 საათზე და დამთავრდეს 12:30 საათზე);

გ) ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში - 2026 წლის 2 ნოემბერს, (კენჭისყრა დაიწყოს 14:00 საათზე და დამთავრდეს 15:30 საათზე).

4. ბსუ-ს აკადემიურ საბჭოს წევრად შესაძლებელია არჩეული იქნეს: ბსუ-ს ფაკულტეტიდან - ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან - ამ ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.

5. ბსუ-ს აკადემიურ საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი ქ. ბათუმი, რუსთაველის/ ნინოშვილის ქუჩა №32/35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი №14) 2026 წლის 16 ოქტომბრიდან – 2026 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

6. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ფაკულტეტიდან ასარჩევმა აკადემიური პერსონალმა - ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ასარჩევმა სამეცნიერო პერსონალმა - ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის დაკავების შესახებ).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა