აფხაზური ენის დღე

სურათი

27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრში „ახალგაზრდული პლატფორმა მშვიდობის მშენებლობისთვის“ აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანია აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდებს შორის სამშვიდობო დიალოგის გაღრმავება. შეხვედრა ასევე ითვალისწინებს აფხაზურ თემსა და აკადემიურ სივრცეს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზური თემის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიმდინარე წლის ივლისში ბსუ-ში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში  -  „CauLaGe: კავკასიური ენები საქართველოში“.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზური თემის წარმომადგენლებმა სამშვიდობო სწავლების ცენტრს აფხაზური ენის წიგნები და საგანმანათლებლო მასალები გადასცეს. შეხვედრის დასასრულს საზაფხულო სკოლის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა