
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიღო სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის (CBD COP17) გლობალური სამიტის მე-17 შეხვედრაში.
COP17 სამიტი ბიომრავალფეროვნების განადგურების შეჩერებისა და აღდგენისკენ მიმართულ გლობალურ მოქმედებებს ეძღვნება. მისი მთავარი მიზანია კუნმინ–მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს განხორციელების მიმდინარეობის შეფასება და საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაფინანსების გაძლიერება 2030 წლის მიზნების მისაღწევად.
იზოლდა მაჭუტაძის მიერ წარდგენილი მოხსენება ეხებოდა ჭარბტენიან ჰაბიტატებს, ეკოსისტემურ სერვისებს და სამოქალაქო მეცნიერების როლს. ჰავარის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის (რამსარის კონვენცია) გენერალურ მდივანთან მუსონდა მუმბასთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორიები ასევე გახდეს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა 9 ნოემბრისათვის რამსარის კონვენციის გენერალურ მდივან მუსონდა მუმბასა და UNESCO-ს ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ბსუ-ს მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე. შეხვედრა ითვალისწინებს მომზადდეს სტრატეგია: რამსარის დაცული ტერიტორიებიდან UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნამდე, რადგან, საქართველოს რამსარ ტერიტორიები ამის მყარ საფუძველს წარმოადგენს.
| უკან |





