ასოცირებული პროფესორი გიორგი ქათამაძე ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ქათამაძე სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებულია სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.

ეს პრემია არა მხოლოდ კონკრეტული მეცნიერის მიღწევის აღიარებაა, არამედ მისი კვლევითი საქმიანობის, აკადემიური კომპეტენციებისა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასებაც.

გიორგი ქათამაძის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: მენეჯმენტი, ბიზნესსუბიექტების კრიზისები, ანტიკრიზისული მოდელის იმპლემენტაცია და ეკონომიკური ცნობიერების ფორმირება ადრეულ განათლებაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი ქათამაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა