
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ბსუ-ს ფილოსოფიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა ანა მგელაძემ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მკლავში მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულმა მარიამ ნოდიამ პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე. მათ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვეს. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და ვუსურვებთ მრავალ გამარჯვებას.
| უკან |





