
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ფილოსოფიის დეპარტამენტი
იუნესკოს პროგრამის ფარგლებში, ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
„თანამედროვე ფილოსოფიური დისკურსები: გამოწვევები და პერსპექტივები“
კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ მახარაძის ხსოვნას და დაბადებიდან 80-ე წლისთავს.
ძირითადი ინფორმაცია:
კონფერენციის თარიღი: 04. 12. 2026 [17:00 საათი] (საქართველოს დროით / GET)
კონფერენციის ფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ძირითადი თემატური მიმართულებები:
- ქართული ფილოსოფია
- ფილოსოფიის ისტორია
- ონტოლოგია და ეპისტემოლოგია
- სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია
- ეთიკა და მორალის ფილოსოფია
- კულტურისა და რელიგიის ფილოსოფია
- ესთეტიკა და ხელოვნების ფილოსოფია
- ფილოსოფიური ანთროპოლოგია
- სხვა მომიჯნავე ფილოსოფიური და ინტერდისციპლინური საკითხები
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება: 10-15 წუთი
მსჯელობა (კითხვა-პასუხი): 5-8 წუთი
თეზისების გაფორმების სტანდარტი:
მოცულობა: 250-300 სიტყვა
შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - Sylfaen, ინგლისურისთვის - Times New Roman, ზომა - 12
ინტერვალი: 1.5
საკვანძო სიტყვები: 3-5 სიტყვა
სათაურის ქვემოთ უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და უნივერსიტეტი/ორგანიზაცია.
სერტიფიკატი და პუბლიკაცია:
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
- საკონფერენციო მასალები (წარმოდგენილი მოხსენებები) გამოიცემა ელექტრონული კრებულის სახით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
მონაწილეთა დასტურის გაგზავნა: 20 ნოემბერი
საორგანიზაციო კომიტეტი:
- ლალი ზაქარაძე - პროფესორი, ბსუ
- ვარდო ბერიძე - ასოცირებული პროფესორი, ბსუ
- გიორგი მასალკინი - ასოცირებული პროფესორი, ბსუ
- ლალი ანთიძე - ასოცირებული პროფესორი, ბსუ
- ირმა ბაგრატიონი - ასოცირებული პროფესორი, ბსუ
- აბესალომ ასლანიძე - ასისტენტ პროფესორი, ბსუ
- ზვიად ბერაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ბსუ
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეზისები და საკონფერენციო მასალები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
ტელეფონი: +995 577 14 54 26
ტელეფონი: +995 577 942056
| უკან |
