ბსუ-მ აზერბაიჯანის ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორებმა: ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ელჩინ ბაბაევმა, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ვილაიათ ვალიევმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ადალატ მურადოვმა და აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა რუფატ აზიზოვმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, სამეცნიერო მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართული საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა