ბსუ-ს ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ამით კუმარ მიშრა ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამით კუმარ მიშრა ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც სამედიცინო მიმართულებით, ისე სხვადასხვა სპეციალობის ფარგლებში სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, სტუდენტებისთვის შეთავაზებულ სწავლის პირობებსა და საუნივერსიტეტო სერვისებს.

ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის ელჩი დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებსაც შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა