15 ოქტომბერი 2010 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2708_1_s.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა უოლტერ რასელ მიდმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,აშშ-ს საგარეო პოლიტიკა“. ლექციას რსუ-ს სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ექსპერტმა ამერიკისა და მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრი უოლტერ რასელ მიდი ელექტრონული გაზეთის ,,ამერიკული ინტერესის“ რედაქტორი და მრავალი წიგნის ავტორია.