მემორანდუმი რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან

სურათი

რსუ-ს რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე საქმიანი ვიზიტით გერმანიას, საბერძნეთსა და იტალიას ეწვია. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან. მომზადდა მემორანდუმი ინდიანაპოლისის, ათენის და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტებთან გასაფორმებლად. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და შემოქმედებითი ღონისძიებები
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტებთან მომზადებული მემორანდუმის საფუძველზე ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, რეზიდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ უმაღლესი სასწავლებლის კლინიკებში. მხარეები ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელებასა და საზაფხულო სკოლის შექმნაზე შეთანხმდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა