ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

"გელათის მეცნიერებათა აკადემია" და "კულტურული ინტეგრაციის ცენტრი" გაცნობებთ, რომ "გელათის მეცნიერებათა აკადემია" და "კულტურული ინტეგრაციის ცენტრი" აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო საქართველოს, არამედ - სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორები.

საკონფერენციო პირობები:

1. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 10 თაბახის გვერდს.

2. ნაშრომს უნდა ახლდეს თეზისები 1,5 გვერდზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე; სულ = 3 გვერდი).

3. თეზისებში ასახული უნდა იყოს პრობლემის აქტუალობა და მეთოდური ახსნა, ძირითადი ჰიპოთეზა, რომლის გარშემოც კვლევაა ჩატარებული, კვლევის შედეგი.

უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის, ფაკულტეტის დეკანის ან სტუდენტური თვითმმართველობის რეკომენდაცია (თავისუფალი სტილი).

4. კონფერენციის მონაწილის ანკეტა (იხ: ცციგეო.სიტე.გე).

5. კონფერენციის მასალებს შეაფასებს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და მოწვეული სპეციალისტები დარგების მიხედვით.

6. კონფერენციის მასალები თეზისების სახით გამოქვეყნდება ორ ენაზე – ქართული და ინგლისური.

7. კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება 18 ივნისიდან 30 ივნისამდე. მოწვეული იქნებიან უცხოელი ექსპერტები და საელჩოს წარმომადგენლები.

8. გამარჯვებულებს აკადემიის მედლებით დააჯილდოებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი.

9. ნაშრომის ელექტრონული ვარიანტი და საკონფერენციო პირობებში ჩამოთვლილი დოკუმენტები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ. მისამართზე: gelati.conference@yahoo.com ხოლო წერილობითი ვარიანტი – სამების ტაძრის მეორე სართულზე, გელათის მეცნიერებათა აკადემიაში 25 მარტამდე.

10. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(995 32) 25 38 10

(995 93) 16 10 80

gelati.conference@yahoo.com


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა