23 მარტი 2009 წელი

რსუ წარმომადგენლობითმა საბჭომ განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ლეკვეიშვილის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (ოცდაორი ხმა ოთხის წინააღმდეგ) აღნიშნულ თანამდებობაზე დაამტკიცა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.