21 ოქტომბერი 2009 წელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ბრიტანულ ორგანიზაცია Children High Level Group-თან ერთად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფართო საზოგადოებას ერთობლივი პროგრამა ,,სათემო აქტივობები“ წარუდგინა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, განავითაროს მათში პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე.