გამოცხადდა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

ბათუმის შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება №27

2015 წლის 19 მარტი

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე    და 22-ე მუხლების, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 და მე-13 მუხლების, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 17 მარტის  №25 დადგენილებისა და ალიოშა ბაკურიძის პირადი განცხადების საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

  1. სსიპ   -   „ბათუმის   შოთა   რუსთაველის   სახელმწიფო   უნივერსიტეტი“-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, ბსუ-ს ახალარჩეული რექტორის უფლებამოსილების ცნობამდე,  ჩატარდეს 2015 წლის 3 აპრილს;
  2. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნას  ბსუ-ს ყველა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  3. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბსუ-ს წესდების, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“  ბსუ-ს რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებისა და  ამ დადგენილების   შესაბამისად;
  4. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარება და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ;
  5. ეთხოვოს ბსუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე    ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობითი საარჩევნო სიის    უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2015 წლის 25 მარტისა;
  6. კანდიდატთა  რეგისტრაცია  იწარმოებს  ბსუ–ს  საარჩევნო  კომისიაში (ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, ოთახი №4), 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 30 მარტის ჩათვლით, შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე;
  7. ბსუ-ს  რექტორის  მოვალეობის  შემსრულებლის  თანამდებობა  შეიძლება დაიკავოს ბსუ-ს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა. კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
    ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    გ) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾;
    დ) ავტობიოგრაფია (с.v.);
    ე) უმაღლესი განათლებისა და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები;
    ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ;
    ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  8. არჩევნები შედგება, თუკი არჩევნების დღეს გამოცხადდება და ხმას მისცემს საარჩევნო  სიის  შემადგენლობის  ნახევარზე  მეტი,  ხოლო  არჩევნებში გამარჯვებულად   გამოცხადდება   და   რექტორის   მოვალეობის   შემსრულებლად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს   ყველაზე მეტ   ხმას. თუკი არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბრად საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს, ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს. მეორე ტური შედგება, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა არანაკლებ 1/3.   თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, ცხადდება და ტარდება ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის   ხელახალი არჩევნები, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  9. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადება განთავსდეს ბსუ-ს ვებ-გვერდზე და ბსუ-ში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე (საინფორმაციო დაფებზე);
  10. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე, პროფესორი გურამ ჩაგანავა

 

  აკადემიური საბჭოს დადგენილება №27

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა