სტუდენტთა ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტში ორგანიზაციის „განათლების, მეცნიერებისა და „ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუდენტთა ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ნოსელიძემ და ფონდის პროგრამულმა კოორდინატორმა ანა ჩიქოვანმა სტუდენტებს კონკურსის მიზნები და მასში მონაწილეობის პირობები წარუდგინა. ახალი კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება ის საუკეთესო სტუდენტური პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციული ღირებულების მქონე ინოვაციური იდეების რეალიზაციას, გამოგონებების სრულყოფას, საცდელი ნიმუშების (პროტოტიპების) დამზადებას და ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას. 
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ახალი იდეა, სურს, მოსინჯოს საკუთარი ცოდნა  და ინტელექტი ამ იდეის პრაქტიკული განხორციელებისთვის. 
 
კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე - tsfund.ge განთავსებულ ელექტრონულ ბაზაში, ხოლო შემდგომ  საკუთარი პროექტი დაარეგისტრიროს ელექტრონული წარდგენის სისტემის საშუალებით. კონკურსში დაიშვება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტები. 
 
საგრანტო კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინოვაციური  პროექტის მოკლე ვერსია, ხოლო მეორე ეტაპზე - სრული პროექტი და პრეზენტაცია.  თითოეული გამარჯვებული პროექტი 10 000 ლარით დაფინანსდება.  
გამარჯვებულ კონკურსანტებს პროექტის რეალიზაციის პროცესში დაუფინანსდებათ აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების შეძენა, ინოვაციის განვითარებისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები. ყველაზე წარმატებულ პროექტებს ფონდი დაეხმარება კომერციალიზაციის მომდევნო ეტაპზეც.
 
პროექტების მოკლე ვერსიების ელექტრონული რეგისტაცია 25 ნოემბრის 24:00 საათზე დასრულდება. დაინტერესებულ სტუდენტებს საკონკურსო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ  ვებგვერდზე: tsfund.ge. 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა