საზაფხულო სკოლა ერზრუმში

ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში აცხადებს სტუდენტთა მიღებას მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ("bridging cultures") მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2016 წლის 11-22 ივლისს და მასში მონაწილეობას მიიღებს 40-45 სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ათათურქის უნივერსიტეტი ფარავს დაბინავების ხარჯებს და დღიურ სამჯერად კვებას. სტუდენტებს მოეთხოვებათ დაფარონ მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.  მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. რომლებითაც მიიღებენ 3 სასწავლო კრედიტს.

სასწავლო კურსის ენა: ინგლისური

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

ბსუ-დან საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა 2 სტუდენტი.

მონაწილეობის მსურველებმა კანცელარიის წესით უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ქართულ ენაზე :

·        განცხადება

·        ნიშნების ფურცელი (ყველა სემესტრის)

·        ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა

საბუთების გადმოგზავნის ბოლო დღე: 10 მაისი, 18:00 საათი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა