სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა

სურათი


2017 წლის  21 აპრილს 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრას გამართავს. შეხვედრა იქნება საინფორმაციო ხასიათის, სადაც დასაქმების სააგენტო ,,სტუდენტების დასაქმების’’ პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს. აღნიშნული  პროექტი ახალგაზრდების დროებით სამუშაო ადგილებზე დასაქმებას, მოტივაციის ამაღლებას, პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და  გამოცდილების მიღებას გულისხმობს.  პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე  დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევა ჩატარდება. კვლევის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მოკლევადიანი არაფორმალური განათლების  მოდულები, რომლებშიც გადამზადდებიან სტუდენტები.


ღონისძიებაზე ქალაქ ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება   სტუდენტებს  პროექტ  ,,სტუდენტური საზაფხულო დასაქმების’’ - შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის დასაქმებასთან დაკავშირებულ პროგრამებზე  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ.


შეხვედრაზე სტუდენტებს  ორგანიზაციებში არსებულ ვაკანსიებს გააცნობენ - ჰიერმარკეტი კარფური,  სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „Castello mare”, სწრაფი კვების ობიექტი საბვეი, სწრაფი კვების რესტორანი მაკდონალდსი  და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.


ვაკანსიებით დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს 22 და 23 აპრილს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: ბათუმი - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა