განათლების საერთაშორისო ცენტმა სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის  წარმომადგენლებმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა  გამართეს. დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეღო საერთაშორისო   სამაგისტრო, სადოქტორო სახელოვნებო და ფულბრაიტის  სასტიპენდიო პროგრამების კონკურსთან დაკავშირებით.

სასტიპენდიო პროგრამების  მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე  ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).
 
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება  1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე

იხილეთ თანდართული დოკუმენტები:

  სასტიპენდიო პროგრამები
   ფულბრაიტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა