ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი  (2018-2024) მოამზადა. დოკუმენტზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც ბსუ-ს რექტორის ინიციატივით შეიქმნა. სტრატეგიული განვითარების გეგმა უნივერსიტეტის განვითარებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: უნივერსიტეტის როლი და მისია რეგიონსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უნივერსიტეტის მართვა, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა,  ინფრასტრუქტურის განვითარება, სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება, საქმიანობის ხარისხის შეფასება, საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობა. 

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს, მასში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

გთხოვთ, გაეცანით დოკუმენტს და  მიმდინარე წლის 26 ივნისის ჩათვლით, ბსუ-ს ელექტრონულ ფოსტაზე- info@bsu.edu.ge მოგვაწოდეთ თქვენი არგუმენტირებული მოსაზრებები და შეხედულებები.

 

  სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა