27 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანზორ დევაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასისტენტ პროფესორმა ირაკლი კორძაიამ 23-24 მაისს მონაწილეობა მიიღეს პოლტავის იური კონდრატიუკის სახელობის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტის III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ,,სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება და მისი სოციალური სტაბილურობა’’. პროფესორმა ანზორ დევაძემ სესიაზე მოხსენება წაიკითხა თემაზე: „საერთაშორისო ტურისტული ბაზრის განვითარების პრობლემები საქართველოში“, ხოლო ასისტენტ პროფესორმა ირაკლი კორძაიამ - ,,საერთაშორისო ტურისტული ბაზარი, როგორც სოციალურ ურთიერთობათა სისტემის შემადგენელი ნაწილი’’.
კონფერენცია ფინანსების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის განათლების და კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც 150-მდე დელეგატი მონაწილეობდა.