ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ში ჰილტონ ბათუმის ESG აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ჰილტონ ბათუმის ESG აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ჰილტონ ბათუმის გუნდი გენერალური მენეჯერის პატრიკ ნოთერის ხელმძღვანელობით ტურიზმის, ეკოლოგიისა და სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამის დაინტერესებულ სტუდენტებს სასტუმროს გარემოსდაცვითი საქმიანობის და კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა. ენერგორესურსების დაზოგვის, ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მეთოდების  შესახებ  ცნობიერების ამაღლება პირველი ნაბიჯია ბიზნესის მართვის ეკოლოგიური მოდელის დასანერგად. ტურიზმის ფაკულტეტისა და ჰილტონ ბათუმის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად დაგეგმილ სამომავლო აქტივობებში  ბსუ-ს სტუდენტები შეძლებენ გარემოსდაცვითი და მოხალისეობრივი პროექტების განხორცილებაში მონაწილეობას, რომელიც მიმართული იქნება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ.

ჰილტონის სასტუმროები მიჰყვება დევიზს - საქმიანობა ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ეს მიმართულება ერთიანდება გლობალური ESG (Environmental, Social, Governance) სტრატეგიის გარშემო.  ჰილტონ ბათუმი სწორედ ამ სტრატეგიით ოპერირებს და პასუხისმგებლიანი ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა - ცდილობს, სასტუმროში დარჩენის გამოცდილება სტუმრებისთვის ისე გარდაქმნას, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს და თან დადებითად შეცვალოს გარემოს დაცვის დინამიკა.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა