29 ნოემბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ბსუ-ში დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში (CEF_ბათუმი), ჩატარდა 10-საათიანი ტრენინგი თემაზე: „განსხვავებულად სწავლა - თამაშით სწავლა“.
ტრენინგი წარიმართა ინგა ტყემალაძის ხელმძღვანელობით, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ასოცირებული პროფესორია. სესიამ ნათლად წარმოაჩინა თამაშებზე დაფუძნებული სწავლის ეფექტიანობა ფრანგული ენის, როგორც უცხო ენის (FLE), სწავლების პროცესში.
ტრენინგის მიზანი იყო სხვადასხვა თამაშების გამოყენებით:
-
მოსმენილის გააზრების უნარის განვითარება
-
სხვისი მოსმენის ხელშეწყობა
-
შეზღუდულ სიტუაციებში საკუთარი აზრის გამოხატვის სტიმულირება
-
წერითი მეტყველების გაუმჯობესება/განვითარება
-
ლექსიკის ხელახლი გააქტიურება და გამდიდრება
-
არჩევანის გაკეთების დასაბუთება
მიღებული შედეგები განსაკუთრებით აღსანიშნავი აღმოჩნდა. თამაშებზე დაფუძნებულმა მიდგომამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სტუდენტების მოტივაცია და გააქტიურა მათი მონაწილეობა სწავლის პროცესში. გარდა ამისა, აქტივობებმა ხელი შეუწყო თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას, ურთიერთდახმარების წახალისებასა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას.