21 მაისი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში 2 თვით გერმანიაში, Kongresshotel Potsdam-ში გაემგზავრნენ. სტუდენტებს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და ფაკულტეტის დეკანმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობას, მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებენ და პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ.