ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ბერიძე „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რუმინეთში აკადემიური მობილობით იმყოფებოდა

სურათი

2026 წლის 1-6 ივნისს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ბერიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა სუჩევას შტეფან ჩელ მარეს სახელობის უნივერსიტეტში  (რუმინეთი). ნათია ბერიძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა I და II კურსის სტუდენტებთან მასპინძლობის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ნათია ბერიძე დაესწრო მე-18 საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო კვირეულს. გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და მიმდინარე სასწავლო პროცესს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა