12 ივნისი 2026 წელი

12 და 18 ივნისს ტურიზმის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა მხარეთმცოდნეობის სასწავლო კურსის ფარგლებში, ლექტორების - კახაბერ ქამადაძის და ნათია თავდგირიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო ვიზიტი განახორციელეს პეტრა-ციხისძირის ციხეზე.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში აგებული ნაგებობები, გაეცნენ მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ მასალებსა და არტეფაქტებს, ასევე განიხილეს ციხის დაარსების ისტორია და მისი მნიშვნელობა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება და განმტკიცება. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ინტეგრაციას, ავითარებს კვლევით და ანალიტიკურ კომპეტენციებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ აჭარის რეგიონის ტურისტული და მხარეთმცოდნეობითი რესურსები.