დეპარტამენტის ხელმძღვანელი: პროფესორი როსტომ ბერიძე
მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი არის ფაკულტეტის ძირითადი სასწავლო-აკადემიური და სამეცნიერო სტრუქტუ¬რული ერთეული, რომლის საქმიანობაც წარიმართება ტურიზმის დარგის აკადემიური და დამხმარე პერსონალის, მოწვეული სპეციალისტების მიერ.
საგანმანათლებლო პრიორიტეტები:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
-
"სასტუმრო საქმისწარმოება" - 10 თვე (IV საფეხური, წინაპირობა: III საფეხურის დიპლომი)
-
"სასტუმრო საქმისწარმოება" - 6 თვე (III საფეხური,ეროვნული გამოცდა)
-
"სარესტორნო საქმისწარმოება" - 6 თვე (III საფეხური,ეროვნული გამოცდა)
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - "ტურიზმი" - 4 წ.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი - "ტურიზმი" - 2 წ.
სამაგისტრო და საგანმანათლებლო პროგრამა - "ტურიზმის მენეჯმენტი" - 2 წ.
კვლევითი პრორიტეტები:
-
სასტუმრო ბიზნესის განვითარებაში ოპერაციული სტრატეგიების როლის განსაზღვრა;
-
ტურისტულ კომპანიაში ცვლილებების მენეჯმენტის შემუშავება;
-
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების როგორც ტურისტული პროდუქტის წინსვლის ინსტრუმენტის შემუშავება;
-
ინოვაციური ტურისტული პროდუქტების ფორმირებისა და რეალიზაციის მეთოდური საფუძვლების შემუშავება;
-
გლობალიზაციის პირობებში რეგიონული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
-
აუტსორსინგის გამოყენებით ტურიზმის დარგის ორგანიზაციების მართვის მექანიზმის ფორმირება;
-
რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების მართვის ინტეგრირებული სისტემის ფორმირება;
გამოცემები:
-
ჩარლზ რ. გელდნერი, ჯ. რ. ბრენტ რითჩი. ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია. მე-12 გამოცემა: თარგ. ინგლ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013. - 554 გვ.
-
პაატა ჩაგანავა. ტურიზმის პოლიტიკა. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი. 2012. -330 გვ.
-
პაატა ჩაგანავა. რისკის მართვა. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი. 2013. -340 გვ.
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2010, 5-6 ივნისი, ბათუმი-ტრაპიზონი (კრებული).
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2011, 4-5 ივნისი, ბათუმი.
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2012, 2-3 ივნისი, ბათუმი (კრებული).
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ინოვაციები ტურიზმში: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2013, 8-9 ივნისი, ბათუმი-ტრაპიზონი (კრებული).
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2014, 5-6 ივლისი, ბათუმი-ხიხანის ხეობა (კრებული).
-
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2017, 10-11 ივნისი, ბათუმი
დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს კონკურსის წესით არჩეული 1 პროფესორი და 3 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ-პროფესორი. მოწვეული არიან მოწინავე პროფესორები, პროფესიონალი პრაქტიკოსები და უცხოელი სპეციალისტები.