25 ნოემბერი 2014 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_3430_1_s.jpg)
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს ტემპუსის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის გერმანიის JADE-ს უნივერსიტეტის პროფესორებმა გილა ალტმანმა და კნუტ შერინგერმა „ტურიზმის მდგრადი მართვა: ახალი მოდულების შექმნა საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში“ ტრენინგები ჩაატარეს.
პროექტი მიზნად ისახავს: კავკასიაში, ბოლონიის პრინციპების შესაბამისად კურიკულუმისა და სწავლების მეთოდების მოდერნიზებას ბიზნეს-სექტორთან კოოპერაციის მეშვეობით თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის გზით.