ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ინსტიტუტს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ეწვია

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინტიტუტის დირექტორს როინ მალაყმაძეს, ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსს თამარ მაჭუტაძესა და ფოლკლორის, დიალექტოლოგიის და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელს შუშანა ფუტკარაძეს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ინსტიტუტის მუშაობის სპეციფიკას, სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს გაეცნო. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, ტრენინგების ჩატარება და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა