ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროცესის შეფასება (სოციოლოგიური ანალიზი)

სურათი

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროცესის შეფასების  (სოციოლოგიური ანალიზი) თემაზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელმა ნუგზარ ჩხაიძემ სემინარი ჩაატარა. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროცესის შეფასება (სოციოლოგიური ანალიზი) მიზნად ისახავს სასკოლო განათლების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სკოლების მოსწავლეთა შეხედულებების გამოვლენას და ანალიზს. ამ მიზნით ქ. ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა ჯერ წინარე საპილოტე გამოკვლევა, მის საფუძველზე ანკეტების შედგენა და მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა, განხორციელდა მონაცემთა ანალიზი.

სემინარზე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი დასკვნები უფროსკლასელ მოსწავლეთა თვალსაზრისის შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, მასწავლებელთა კომპეტენციის დონე, პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთდამოკიდებულების ფორმები, სახელმძღვანელოების ვარგისიანობა, სასწავლო პროცესის და პროგრამების ხარისხი, სკოლაში პროფილური სწავლების საჭიროება, სასკოლო გარემო და სკოლების ტექნიკური აღჭურვილობა, მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მანდატურების როლი, მშობლებისა და სკოლის ურთიერთობის საკითხები, მოსწავლეთა აღმსარებლობა და პოლიტიკური აქტივობა და სხვ.

სამეცნიერო სემინარზე ასევე ჩარმოჩენილი იყო მოსწავლეების თვალით დანახული საგანმანათლებლო პროცესისათვის დამახასიათებელია და მათი გადაჭრის გზები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა